დღევანდელ კატასტროფულ კოვიდ ვითარებაზე საპატრიარქოს პასუხისმგებლობა დიდია - ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი ეპიდემიოლოგიური სურათის გაუარესებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას, ოპოზიციასა და საპატრიარქოს აკისრებს.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საჭიროა უფრო აქტიური კამპანია:
დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელი - სახელმწიფოს პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც მათ შორის, რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა.
პასუხისმგებლობა ეკუთვნით პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციების მიუხედავად და სიფრთხილის მიუხედავად.
პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა.
არის პასუხისმგებლობა სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის, რომლის შეხედულებები საერთო საქმეს ავნებს.
პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების, ვინც პირადი შიშების და საკუთარი ჯანმრთელობის გამო, ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს"- თქვა ზურაბიშვილმა.