გადმოვსახლდები წალენჯიხაში და უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას - მამუკა ხაზარაძე

03.11.21 21:34
გადმოვსახლდები წალენჯიხაში და უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას - მამუკა ხაზარაძე

გადმოვსახლდები წალენჯიხაში და უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას - ამის შესახებ განცხადება "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გააკეთა. 

მისი თქმით, ის ანაკლიაში აპირებდა გადასახლებას თუმცა არ დასცალდა: 

უკვე ვაპირებდი ანაკლიაში გადმოსახლებას, მაგრამ არ დამცალდა. მე გადმოვსახლდები წალენჯიხაში და უახლოეს ხანში ვიყიდი ბინას, დავუდგები წალენჯიხის ახლადარჩეულ მერს გვერდში და მთელ ჩემს გამოცდილებას მოვახმარ იმას, რომ წალენჯიხა ვაქციოთ მართლა ოაზისად...

ვისარგებლებ შემთხვევით და მოვუწოდებ ყველა ბიზნესმენს, გადმოიტანეთ თქვენი კომპანიების ანგარიშები და დატოვეთ მოგება წალენჯიხაში, ვაჩვენებთ, როგორ უნდა ნამდვილი დემოკრატია, ჩვენ ვაჩვენებთ, როგორ იმართება ნამდვილი თვითმმართველობა"- თქვა ხაზარაძემ. 

 

მსგავსი სიახლეები