ვფიქრობ, წალენჯიხაში ხომ არ გავხსნა კლინიკა?! - ანზორ მელია
ანზორ მელია, რომელიც ზუგდიდის მერობისთვის იბრძოდა, ფიქრობს, რომ კლინიკა წალენჯიხაში გახსნას.
მისი შეფასებით, წალენჯიხა დემოკრატიის კუნძულია:
მე ზუგდიდელი ვარ თავიდან ბოლომდე და დავრჩები ზუგდიდელად. არ აქვს ამას მნიშვნელობა სად ვიცხოვრებ ზუგდიდში, თუ თბილისში, მაგრამ ახლა ვფიქრობ, წალენჯიხაში ხომ არ გავხსნა კლინიკა იმიტომ, რომ თავისუფალი კუნძულია და განვითარება უფრო შეიძლება"- თქვა მელიამ ზუგდიდში, ოპოზიციის აქციაზე.