სახლებში არ შევალთ, სანამ... - ნიკა მელიას ემოციური მიმართვა ზუგდიდიდან
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისში გრანდიოზული მიტინგის გამართვას აანონსებს. როგორც მან ზუგდიდში მინდინარე აქციაზე განაცხადა, ამ აქციაზე ყველა ნახავს, "რა არის დემოკრატია და სიმართლე.“
ამასთან ოპოზიციის ლიდერი ამბობს, რომ აქციების შედეგად სამი მთავარი მიზანი უნდა იყოს მიღწეული: „მოპარული არჩევნების დაბრუნება,“ ვადამდელი არჩევნები და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლება.
დღეს ზუგდიდს და ზუგდიდელებს ჰყავს „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული მერი „ნახვაწა.“ მე ერთხელაც არ მიხსენებია მისი კოდური სიტყვა თუ მეტსახელი, მაინც თავს ვიკავებდი, სანამ არ დავრწმუნდი რა იკადრა ამ ადამიანმა, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება და არის ერთი რიგითი პრორუსული რეჟიმის "სტავლენიკი". დარწმუნებული ვარ, რომ ახლა მისმენ, შენი მეცადინეობით ჩვენი მეგობრები დღეს არიან ციხეში. შენი ძალმომრეობით იარაღები და ხელყუმბარები ჩაუდეს ადამიანებს. ამ ყველაფერს, გინდა მუქარად ჩათვალე გინდა დაპირებად, არ შეგარჩენთ და თავს არ დავხრით"- მიმართა მერიამ მამუკა წოწერიას.
მისი თქმით, უნდა მოემზადონ ძალიან მტკიცე და ხანგრძლივი პროტესტისთვის.
ერთ კონკრეტულ დღეს, მეგობრებთან ერთად გაგაცნობთ ძალიან კონკრეტულ გეგმას. განგებ არ ვაცნობთ საჯაროდ ამ გეგმას ბევრ ადამიანს, რადგან არ გვინდა ცხოვრება გავუადვილოთ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ ჩვენ სახლებში არ შევალთ, სანამ მოპარულ არჩევნებს არ დააბრუნებს, ასევე არ დაინიშნება თავისუფალი არჩევნები ამ ქვეყანაში და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ იქნება უზრუნველყოფილი და არ იქნება თავისუფალი"- აღნიშნა მელიამ.