ელენე ხოშტარიამ შიმშილობა გამოაცხადა

04.11.21 09:57
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა გამოაცხადა

ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანამდე შიმშილობას აცხადებს. 

ელენე ხოშტარიას თქმით, ის პარლამენტში იშიმშილებს. 

მე არ წარმოვადგენ მიხეილ სააკაშვილის პარტიას. მეტსაც გეტყვით, მე არ ვარ მისი ამომრჩვეელი. მე არაერთხელ გამომითქვამს პრეტენზია და დღესაც მაქვს პრეტენზიები მის მიმართ. მაგრამ ის, რაც დღეს ხდება მისი პატიმრობის და ჯანმრთელობის გარშემო, არის სადისტური და ცინიკური დამოკიდებულება მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის მიმართ. ეს საკითხი სახელმწიფოებრივი ინტერესების, მშვიდობის საკითხია. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კითხვის ნიშნის ქვეშ ყოფნა არის აბსოლუტურად დაუშვებელი.

აქედან გამომდინარე, მე გადავწყვიტე, აქ, პარლამენტში, ინსტიტუტში, რომელიც, ჩემი აზრით, არ არსებობს და მე არ შემოვსულვარ, ამ შენობაში დავიწყო შიმშილობა, იმ მომენტამდე, სანამ მას არ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში და სანამ მისი ჯანმრთელობის გარშემო არ მოიხსნება კითხვები", - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

მსგავსი სიახლეები