უკრაინის სახალხო დამცველი გიული ალასანიას შეხვდა

04.11.21 10:18
უკრაინის სახალხო დამცველი გიული ალასანიას შეხვდა

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა კიევში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას შეხვდა.

უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რეაგირება მოახდინოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. 

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ რეაგირება მოახდინოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და მისცეს მას სამედიცინო დაწესებულებაში პროფესიული სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა", - წერს უკრაინის სახალხო დამცველი.

 ლუდმილა დენისოვა ასევე მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს დაგმონ საქართველოს პირველი პირების ქმედებები, რომლებიც, უკრაინის სახალხო დამცველის თქმით, არღვევენ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს და სამედიცინო დახმარების უფლებას უზღუდავენ.

 

 

 

შეხვედრაში ასევე მონაწილეობა ლიზა იასკო და  მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეციც მონაწილეობდა, რომელიც  საქართველოში არ შემოუშვეს.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში უკვე 35-ე დღეა შიმშილობს.

მსგავსი სიახლეები