ხმაური ზუგდიდის გუბერნიასთან - ანი წითლიძემ ადგილზე "ნახვაწა" მიიტანა
ხმაური იყო ზუგდიდში გუბერნიის შენობასთან, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მხარდამჭერებთან ერთად ღამე გაათენეს.
მათ სიმბოლურად გუბერნიის შენობასთან ღომის ქერქი მიიტანეს, თუმცა სამართალდამცავებმა მისი შენობაში შეტანის საშუალება არ მისცეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
სიტუაცია ღამის განმავლობაში ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა.