"იქნებ მიხვდნენ, რომ სიცოცხლესთან თამაში ყველასთვის საშიშია" - ხოშტარია შიმშილობს
"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია პარლამენტში შიმშილობს. ხოშტარიამ მთელი ღამე საკანონმდებლო ორგანოში, ხატია დეკანოიძის კაბიტენტში გაატარა.
ხოშტარიას თქმით, მას მმართველი გუნდიდან არავინ დაკავშირებია, თუმცა მასთან კომუნიკაცია ჰქონდა აშშ-ს საელჩოსთან. შეერთებული შტატების საელჩო დეპუტატის მოთხოვნებით დაინტერესდა.
სამწუხაროდ ხელისუფლების მხრიდან იმდენად კრიტიკულ ზღვარზე მივიდა დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ, რომ უნდა მოკვდეს და დაჯინება იმისი რომ სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანონ, რისკები რაღაც უბედურება მოხდეს არის მაღალი. ჩემი მოთხოვნა არის ძალიან ელემენტარული და მინიმალური - იყოს გარანტიები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, რაც შესაძლებელია სამოქალაქო კლინიკაში.
სამწუხაროდ, ხელისუფლებას ლაპარაკი, კანონის მოთხოვნა, თქმა და ა.შ. უბრალოდ არ ესმის და ამ სახით მე ვცდილობ, რომ ეგებ მიხვდნენ, რომ სიცოცხლესთან თამაში ყველასთვის საშიშია", - ამბობს ხოშტარია.