"ოცნებას" დაახლოებით ორმა ათეულმა პროფესორმა უკან დაახევინა" - დიმიტრი ცქიტიშვილი

09.02.26 22:10
"ოცნებას" დაახლოებით ორმა ათეულმა პროფესორმა უკან დაახევინა" - დიმიტრი ცქიტიშვილი

პოლიტიკოსი, დიმიტრი ცქიტიშვილი "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები აღარ გაერთიანდება. 

დიმიტრი ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავი "დაიზიანა", რადგან თავსმოხვეული, გაუაზრებელი განათლების რეფორმა შექმნეს და როცა წინააღმდეგობა შეხვდათ უკან დაიხიეს.  

"ჩვენ უძლეველები ვართო და თურმე არც ისე უძლეველები ყოფილან. დაახლოებით ორმა ათეულმა პროფესორმა უკან დაახევინა" - ამბობს პოლიტიკოსი. 

ესე წარმოაჩინეს თავისი თავი, როცა მოდიან და გეუბნებიან მე ეს გადავწყვიტე და შენ ახლა ეს უნდა აასრულო და მერე უკან იხევ, ეს ტონი არ არის საუბრის არც დემოკრატიული. როცა ვერ ახორციელებ ამას, როცა ვსაუბრობთ, ვერ არიან ისეთი თამამები და მამაცები, რომ ავტოკრატია მუშტით გაიტანონ ბოლომდე იმიტომ, რომ წინააღმდეგობების ეშინიათ. 

არ ვიცი, შესაძლებელია შეუქმნას [ამან კობახიძეს პრობლემები]. 

თუ მთავრობა რაღაცას გეგმავს და ამას თავიდანვე იწყებს შეთანხმებით და დიალოგის რეჟიმში იწყებს, მაშინ არც კან დახევაა პრობლემა, პირიქით დემოკრატიულიც არის, როდესაც სპეციალისტებთან, დარგის ექსპერტებთან იწყებ ურთიერთობას და მათთან ერთად აყალიბებ, ძირითადი, კონცეპტუალური ნაწილის მერე უკვე რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს არათუ უკან დახევა, ეს ძალიან დემოკრატიულია. მაგრამ ის რაც მათ ["ქართულმა ოცნებამ"] გააკეთეს, ის იყო თავსმოხვეული, გაუაზრებელი განათლების პროცესი, რომელშიც წინააღმდეგობა შეხვდათ და უკან დაიხიეს და დაზიანდა, რა თქმა უნდა. 

თვითონვე შექმნეს - ჩვენ უძლეველები ვართო და თურმე არც ისე უძლეველები ყოფილან. დაახლოებით ორმა ათეულმა პროფესორმა უკან დაახევინა იმიტომ, რომ მართლები იყვნენ, მიუხედავად იმისა ვისი მომხრეები იყვნენ," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები