თავდასხმა ოპოზიციის აქტივისტზე - დაკავებულია 2 პირი
თავდასხმა ოპოზიციის აქტივისტზე - გიორგი ბალხამიშვილის ცემის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის ბრალდებით, 20 და 21 წლის ახალგაზრდები დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 ნოემბერს, N12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართული აქციის ერთ-ერთ მონაწილეს - 1999 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, აქციიდან სახლში დაბრუნებისას, რუსთავში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გიორგი ბალხამიშვილი ცემაში ქართული ოცნების ზონდერ ჯგუფებს ადანაშაულებს. თავდასხმის მხსვერპლს სახეზე არაერთი დაზიანება აღენიშნება. ბალხამიშვილი ამბობს, რომ თავს სამი ადამიანი დაესხა, ფაქტი კი ბენზინგასამართი სადგურის ჩაბნელებულ ტერიტორიაზე მოხდა.