გახდება თუ არა აუცრელებისთვის მკურნალობა ფასიანი - პრეზიდენტის ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა
პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც აუცრელი პირებისთვის ფასიანი სამედიცინო სერვისის მიღებას ეხებოდა, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, ვატო სურგულაძე პრეზიდენტის ინიციატივას - აუცრელ ადამიანებს, ექიმები უფასოდ არ დაეხmარონ, ფაშიზმს უწოდებენ.
მიუღებელი რაც იყო ეს იყო ფრაზა, რომ ის ადამიანები, ვინც არ იქნებიან აცრილები, მათ არ უმკურნალონ, ეს ცოტა ფაშიზმის სუნი ასდის ამ გამოთქმას, საერთოდ დაფიქრდა რა თქვა? რომელ ქვეყანაში უნდა გადაიხადოს, სადაც ადამიანებს საჭმლის ფული არ აქვთ? ", - ამბობს ვატო სურგულაძე.