"რევოლუცია" - წარწერები თბილისის ქუჩებში, პასუხი სუს-ის მუქარას
რევოლუცია - ამ წარწერებით თბილისი ქუჩები აჭრელდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში სიტყვა "რევოლუციას" პოსტავდნენ, საღამოს კი თბილისის ქუჩებში წარწერებიც გამოჩნდა. ლილუაშვილის უწყება დაჭერით ემუქრება ყველას, ვინც რევოლუციასა და ხელისუფლების ცვლილებაზე ისაუბრებს.