აპირებს თუ არა ოლიგარქი ქვეყნის დატოვებას - ივანიშვილის ესკორტის ავტომობილები იყიდება
ბიძინა ივანიშვილის ესკორტის იშვიათი მოდელის 4 ერთნაირი ავტომობილი იყიდება. ავტომობილები გასაყიდად აუქციონზე ვინმე დიმიტრიმ გაიტანა. ესკორტის ავტომობილების ფასი საკმაოდ დაბალია, ორი ავტომანქანის ფასი 34-34 ათასი დოლარია, მესამე და მეოთხე მანქანა 23 და 25 ათას დოლარად არის შეფასებული. აქედან ორი მანქანა დაჯავშნულია.
"ტვ პირველი" იმ პირს დაუკავშირდა, რომელმაც ავტომობილები გასაყიდად გამოიტანა. ვინმე დიმიტრი ამტკიცებს, რომ ეს არა ივანიშვილის, არამედ კომპანიის მანქანებია. "ტვ პირველმა" 2 მანქანა ივანიშვილის სახლთან დააფიქსირა.
ბიძინა ივანიშვილმა ქონების განკარგვა საკუთარ დისშვილს, კახა კობიაშვილს, მიანდო. კობიაშვილი "ტვ პირველს" დაემალა, შესაბამისად კითხვა - აპირებს თუ არა ოლიგარქი ქვეყნის დატოვებას, უპასუხოდ დარჩა.