ანალიზების მონაცემები ძალიან შემაშფოთებელია - მოშიმშილე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა

04.11.21 13:15
ანალიზების მონაცემები ძალიან შემაშფოთებელია - მოშიმშილე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა

მოშიმშილე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გაუარესებული აქვს დედიმერის მაჩვენებელი, არასტაბილურია წნევა და პულსი.

ჩვენ გვაქვს ანალიზების მონაცემები, რომელიც არის ძალიან შემაშფოთებელი. ცილების მონაცემები არის სასიცოცხლო ნიშნულისთვის პრობლემა, დედიმერი არის ძალიან პრობლემური, პულსისა და წნევის კონტროლი დღითიდღე რთულდება. ბილირუბინის ფერმენტი არის მომატებები კრიტიკულად, რაც ღვიძლის ფუნქციის განხორციელებას უშლის ხელს. ამ ფონზე პენიტენციური სამსახურის განცხადებები, რომ ყველაფერი წესრიგშია, არის მტკნარი სიცრუე და ეს არ არის ჩვენი ინტერპრეტაცია"- განაცხადა ბასილაიამ. 

მისივე ინფორმაციით, სააკაშვილთან საკანში 2 ექიმის, ულმონოლოგისა და კარდიოლოგის შეყვანა გახდა საჭირო.

მისი თქმით, პენიტენციური სამსახური ვეღარ მართავს პაციენტის მდგომარეობას და მიხეილ სააკაშვილი საჩქაროდ არის გადასაყვანი სამოქალაქო კლინიკაში.

 

მსგავსი სიახლეები