შიმშილობს, რომ სხვისი შიმშილობის გაურკვეველი მიზანი დაკმაყოფილდეს - მაჭარაშვილი ხოშტარიას პროტესტზე
"ქართული ოცნების" წევრებისთვის გაუგებარია, რატომ გამოაცხადა შიმშილობა "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ. უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი, ხოშტარიას პროტესტის ფორმას არასერიოზულს უწოდებს.
არ ვიცი, ამას რა შეიძლება ვუწოდოთ, შიმშილობს ადამიანი, რომ სხვისი შიმშილობის გაურკვეველი მიზანი დაკმაყოფილდეს, ეხლა შეიძლება, სხვა რომელიმე ოპოზიციონერი გამოვიდეს და დაიწყოს შიმშილობა და იტყვის, რომ დაკმაყოფილდეს ელენე ხოშტარიას მოთხოვნა, რომ დაკმაყოფილდეს მერე პატიმარ სააკაშვილის მოთხოვნა. ამდენად არასერიოზულად ქმნიან სიტუაციას", - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.