ციხის სამედიცინო ხელმძღვანელის წერილი "ემპათიას" - ჯიშკარიანი პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს
ციხის ადმინისტრაცია ალტერნატიულ სამედიცინო კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებს - "ემპათიას" დამფუძნებელს, მარიამ ჯიშკარიანს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ხელმძღვანელმა მოთხოვნაზე პასუხი 5 დღის დაგვიანებით გაუგზავნა. ოფიციალურ წერილში თამთა დემურიშვილი კონსილიუმის წევრების ლიცენზიას ითხოვს.
მოთხოვნათა შორისაა კონსილიუმის წევრების თანხმობის აუცილებლობა, რომ ექსპერტების პირადი მონაცემები გადამოწმდეს.
ჯიშკარიანი ამბობს, რომ ლიცენზიები მოთხოვნასთან ერთად იყო გადაგზავნილი და ეს ინფორმაცია ისედაც საჯაროა. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებს, ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით, ეს ექსპერტიზისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა, ადგილობრივი და საერთაშორისო კანონის უხეში დარღვევა და რეპუტაციის შელახვაა.
პასუხი არაადეკვატურია და არღვევს ბევრ კანონმდებლობას, მათ შორის პაციენტის უფლებების შესახებ კანონს, ჯანმრთელობის შესახებ უფლებების კანონს, საექიმო სამიქნობის შესახებ უფლებების კანონს და ასევე საერთაშორისო სტანდარტებს. ეს არის ექსპერტიზაში ხელის შეშლა და იკვეთება პოლიტიკური მოტივი.
დემურიშვილი სააკაშვილის ადვოკატად არავის დაუნიშნავს, სასჯელაღსრულების პენიტენციურ სამსახურს და ქალბატონ დემურიშვილს არანაირი უფლება არ აქვს განსაზღვროს, რომელი ექსპერტი შევა ციხეში და რომელი არა"- აცხადებს ჯიშკარიანი.