ნუ გვაქცევთ მკვლელობის თანამონაწილეებად - აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

04.11.21 15:09
ნუ გვაქცევთ მკვლელობის თანამონაწილეებად - აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

საპროტესტო აქცია იუსტიციის სამინისტროსთან. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მედიის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოება გაერთიანდნენ.

,,ნუ გვაქცევთ მკვლელობის თანამონაწილედ, გადაიყვანეთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კერძო კლინიკაში"- აღნიშნული მოთხოვნით საზოგადოებისთვის ცნობადი სახები რატი ბრეგაძის უწყებასთან შეიკრიბნენ.

აქცია სოციალურ ქსელში დაიგეგმა და მისი ორგანიზატორები ჟურნალისტები, ლიკა ბასილაია და ნინო ჯანგირაშვილი, არიან.

რატომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო საავადმყოფოში, ამაზე პასუხი ,,ქართულმა ოცნებამ" უნდა გაგვცეს, მაგრამ ეს პარტია უკვე მკვლელად ჩამოყალიბდა. გვეუბნებიან, რომ ამ ქვეყანაში ჩვენ არაფრის უფლება არ გვაქვს და უნდა ვუყუროთ, როგორ მოკლავენ ისინი ადამიანებს. ჩვენ გვაქვს მარტო თვითმკვლელობისა და პერიოდულად ბატონი ბიძინას ქების უფლება. 

მიხეილ სააკაშვილი კი არ იმსახურებს სამართლიან სასამართლოს, არამედ ჩვენ ვიმსახურებთ, ქართველი საზოგადოება, რომ მკვლელობისა და ლინჩის წესით გასამართლების მოწმე არ გავხდეთ! - აღნიშნა ჟურნალისტმა ნინო ჯანგირაშვილმა.

აქციის მონაწილეები გეგმავენ, გადაინაცვლონ რუსთავის ციხესთან და იქ შეუქმნან დისკომფორტი ხელისუფლებას. 

მსგავსი სიახლეები