"არ ვაპირებ ერთკაციანი რევოლუციის მოწყობას" - გაბაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს

04.11.21 15:11
"არ ვაპირებ ერთკაციანი რევოლუციის მოწყობას" - გაბაშვილი პარლამენტში არ შეუშვეს

გოკა გაბაშვილს პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს. ოპოზიციონერი დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას სანახავად მივიდა.  გაბაშვილის თქმით, ხელისუფლება პანიკაშია და რევოლუციის ეშინია. 

წარმოდგენა არ მაქვს რატომ არ მიშვებენ, რა სახის უკანონობა და პანიკა ხდება აქ. ვარ პარლამენტის რამდენიმე მოწვევის წევრი. მაქვს აბსოლიტურად ლეგალურად დაშვებული საშვი, რა თქმა უნდა, ერთკაციანი რევოლუციის მოწყობას, როგორც ეს  სუს-ს ეშინია, არ ვაპირებ. მინდა მოვინახულო ელენე ხოშტარია, მივიდე დავით ბაქრაძის კაბინეტში, დაველაპარაკო პოლიტიკურ თანამოაზრეებს და მეგობრებს", - ამბობს გოკა გაბაშვილი. 

მსგავსი სიახლეები