პატრიარქი სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს
პატრიარქი ილია მეორე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს. პატრიარქის დანაბარები მესამე პრეზიდენტს ილია მეორეს მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა, გადასცა, რომელიც რუსთავის მე-12 -ე ციხეში მივიდა. პატრიარქმა სააკაშვილს წერილი მისწერა. ბოტკოველის თქმით, პატრიარქი პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების თხოვნით ვერ მიმართავს.
მაქვს მისთვის გადასაცემი წერილი. თხოვნა არის და რჩევა არის, რომ შეწყვიტოს შიმშილობა.
საპატრიარქო ასეთ თხოვნას ვერ გააკეთებს, რადგანაც ასეთი უფლება აქვს ქვეყნის პრეზიდენტს", - თქვა მამა მიქაელ ბოტკოველმა.