სააკაშვილი გააგრძელებს შიმშილობას - მამა მიქაელი
მამა მიქაელის თქმით, მიხეილ სააკაშვილს პატრიარქის დანაბარები გადასცა. პატრიარქის მდივნის თქმით, სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და ამბობს, რომ მას მყარი პოზიცია აქვს.
გადავეცი მისი უწმინდესობის გზავნილი, წერილი, სადაც მისი უწმინდესობა სთხოვს, შეწყვიტოს შიმშილობა. ბატონმა მიხეილმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას, ის გრძობს მისი უწმინდესობის ყურადღებას. დამავალა გადავცე მის უწმინდესობას, რომ ის გააგრძელებს კვლავ შიმშილობას, რადგან ეს არის მისი პრინციპული მდგომარეობა და ამ პოზიციაში რაიმე კორექტირების შეტანას ამ ეტაპზე არ აპირებს. წინა ნახვასთან შედარებით, შევამჩნიე, რომ წონაში ის მოკლებულია",- ამბობს მამა მიქაელი.