შვილს ჩემს თვალწინ კლავენ - გიული ალასანია ზელენსკის მიმართავს

04.11.21 17:17
შვილს ჩემს თვალწინ კლავენ - გიული ალასანია ზელენსკის მიმართავს

,,სასაოწარკვეთილი ვარ, რადგან ჩემს შვილს ჩემს თვალწინ კლავენ" -  მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მიმართვას ავრცელებს, რომლის ადრესატი უკრაინის ხელისუფლება და პრეზიდენტი ზელენსკია: 

მინდა, მივმართო უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც არაერთხელ დაგვხმარებია, მაგრამ ახლა მისი თანადგომა განსაკუთრებით გვჭირდება. 

აუცილებელია, რაღაც საშუალებებით მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა უკრაინაში, რათა მას სათანადო მკურნალობა გაეწიოს. 

წარმოიდგინეთ, შიმშილობის 35-ე დღე აქვს და შესაძლებელია, ყველაფერი მოხდეს. ეს ხელისუფლებას არ ანაღვლებს და ერთადერთი, რასაც სთავაზობენ, ციხის საავადმყოფოა, სადაც არც შესაბამისი პირობები და სერვისი არ არსებობს. 

ერთადერთი იმედი უკრაინაზეა, ყველას იმედი მაქვს, დეპუტატების, განსაკუთრებით კი პრეზიდენტ ზელენსკის - აღნიშნულია მიმართვაში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 35-ე დღეა, რაც შიმშილობს. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ.  

ადვოკატების ინფორმაციით, ციხის კლინიკაში სააკაშვილის მკურნალობისთვის აუცილებელი პირობები არ არსებობს.

 

 

მსგავსი სიახლეები