საკითხების შემოტანა შეიძლება - მამა მიქაელ ბოტკოველი სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე
რა მექანიზმი არსებობს საპატრიარქოში პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით - მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მამა მიქაელ ბოტკოველმა განმარტა, რომ პატრიარქს მსჯავრდებულის შეწყალების უფლება არ აქვს.
პატრიარქის მდივანი, მედიასთან ერთგვარ მინიშნებას აკეთებს და ამბობს, რომ მსუბუქ დანაშაულებთან დაკავშირებით, საპატრიარქოს შეუძლია შუამდგომლობით იუსტიციის სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართოს.
მის უწმინდესობას ასეთი უფლება-მოსილება არ გააჩნია, რომ მან ექსკლუზიურად შეიწყალოს ვინმე, მაგრამ მისი, ეკლესიის შეამდგომლობით რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები ყოფილა მთელი ამ ათწლეუბლების განმავლობაში. მინდა შეგახსენოთ ასევე ის, რომ საპატრიარქოში არსებობს ასეთი განყოფილება, სადაც ამა თუ იმ პატიმარზე წერილის შემოტანა ხდება. ასთი წერილები შემოდის ათობით და ასობით, მაგრამ ისიც მინდა გითხრათ, რომ ყველა წერილი არ კმაყოფილდება. ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ არამძიმე კატეგორიის პატიმრებთან დაკავშირებით, არამედ მსუბუქ დანაშაულებად რაც ითვლება" - განაცხადა მამა მიქეილ ბოტკოველმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი მძიმე კატეგორიის პატიმარი, მამა მიქაელ ბოტკოველი აღნიშნავს რომ ეს არ უგულისხმია:
ეს არ მიგულისხმია... რა თქმა უნდა, მე ვგულისხმობ იმას, რომ საკითხების შემოტანა შეიძლება ასეთ თემებთან დაკავშირებით. იურიდიული კომისია, რომელიც საპატრიარქოში იმყოფება, ისინი ასეთ საკითხებს ამუშავებენ"- აცხადებს სასულიერო პირი.