"სრული ფიასკო" - ოპოზიცია მიუნხენის კონფერენციაზე "ოცნების" მინისტრის სიტყვით გამოსვლას აფასებს
"სრული ფიასკო" - ასე აფასებს ოპოზიცია მაკა ბოჭორიშვილის სიტყვით გამოსვლას მიუნხენის კონფერენციაზე. ივანიშვილის ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მინისტრმა საერთაშორისო პლატფორმა ქვეყნის ინტერესების წარმოსაჩენად ვერ გამოიყენა.
"ოცნების" მინისტრის გამოსვლას აკრიტიკებს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ლაშა ფარულავა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს როგორც კონფერენციაზე გაჟღერებულ გზავნილებზე, ისე შეხვედრების ფორმატზე.
ბოჭორიშვილის ე.წ. სიტყვით გამოსვლა არის სრული ფიასკო, იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" არ არის, უბრალოდ, ორგანული ნაწილი იმ სამყაროსი, სადაც იმყოფებოდნენ და ამას კონკრეტული გამოხატულებები ჰქონდა. საქართველოს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მთელი მსოფლიოს თანდასწრებით ისაუბრა აბსურდულად შუა დერეფანზე, როდესაც ფაქტობრივად, ეს პროექტი არ არსებობს "ქართული ოცნების" მეცადინეობის გამო, იმიტომ, რომ ჩააგდეს ანაკლიის პორტის პროექტი. როდესაც ასობით ლიდერთან შენ მოახერხებ და ორმხრივ ურთიერთობას დაამყარებ მხოლოდ უზბეკეთის წარმომადგენლებთან, აქ, მემგონი, ვყელაფერი ნათელია , - ამბობს ლაშა ფარულავა.
მიუნხენის კონფერენციის შედეგებს აფასებს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძეც. მისი თქმით, გამოსვლაში არ ჩანდა ხედვა ქვეყნის გეოსტრატეგიულ და ევროპულ პერსპექტივებზე.
საქართველო გაქრა აღმოსავლეთ ევროპის პარადიგმიდან, ეს ივანიშილის პასუხისმგებლობით და გაქრა სამხრეთ კავკასიის მშვიდობის ალიანსიდან. შესაბამისად, არცერთი სიტყვა იმაზე, თუ როგორ ხედავს მმართველობა მომავალშ ჰორიზონტს, დერეფნის მიმართულებით, გეოსტრატეგიული მიმართულებით, მშვიდობის და სტაბილურობის განმტკიცების მიმართულებით, არ ყოფილა, რა თქმა უნდა, "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრისგან. მისი საუბარი იყო წყალი, ნაწილობრივ ეფუძნებოდა მხოლოდ გატკეპნილ ფრაზებს. ფაქტობრივად, ვკარგავთ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას, ასევე დავკარგეთ დერეფნის გეოგრაფიული ძალიან სერიოზული ტვვირთების ერთ-ერთი ჰაბის პერსპექტივა, - ამბობს ხატია დეკანოიძე.
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებებს ეხმიანება გახაიას გუნდის წევრი ანა ბუჩუკურიც. ოპოზიციონერი ყურადღებას ამახვილებს საგარეო პოლიტიკის კონტექსტსა და პარტნიორებთან ურთიერთობებზე.
თან ლანძღავდნენ, ისტერიკებს უწყობდნენ ჩვენს პარტნიორებს და თან კიდევ აქეთ სთხოვდნენ, რომ "მოდი და პატივი მეცი" და როგორიც ვარ, ასეთი მიმიღე, ეს ასე არ მუშაობს. ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ მათ შორის ამ პანელზე, სადაც იჯდა მაკა ბოჭორიშვილი. მას დაავიწყდა, როგორც ჩანს, ეთქვა, რომ საკუთარი მავნებლობის გამო სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია აშშ-თან. დაავიწყდა, ეტყობა, ეთქვა, რომ ევროკავშირში ჩენი ინტეგრაცია, ფაქტობრივად, გააჩერეს. დაავიწყდა, ეტყობა, ეთქვა, რომ აი, ორშაბათს უკვე მათი პროპაგანდისტული არხი დებატებს ხსნის თურმე ევროინტეგრაცია გვინდა თუ არა. აი, ამ პირობებში საქართველოს ინტერესებისთვის რა შეიძლება, რომ წამოიღოს მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გარდა ფოტოებისა?, - ამბობს ანა ბუჩუკური.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამტკიცებდა, რომ საქართველოში „მიმზიდველი და მზარდი ეკონომიკაა“ და ქვეყნის მაჩვენებლები „ევროპულ ეკონომიკებთან შედარებითაც შთამბეჭდავია“. მისი თქმით, საქართველო ინვესტიციებისთვის უსაფრთხო გარემოს სთავაზობს და ხელისუფლების პირობებში შეუძლია პარტნიორების სანდო მოკავშირე გახდეს.
აღსანიშნავია ასებე, რომ მას შემდეგ, რაც უზბეკეთის დელეგაციასთან გამართული შეხვედრის ამსახველი ფოტოების გამო ბოროჭიშვილი გააქილიკეს, სამთავრობო პროპაგანადა ინტერნსიურად აქვეყნებს დერეფნებში გადაღებულ კადრებს, სადაც კობახიძის კაბინეტის წევრი ევროკავშირის ლიდერებს ესალმება.