საქართველოში ცხოვრება უსაფრთხო გახდა - ირაკლი ქადაგიშვილი

04.11.21 17:36
საქართველოში ცხოვრება უსაფრთხო გახდა - ირაკლი ქადაგიშვილი

რატომ ყიდის ბიძინა ივანიშვილის დაცვა მის  კუთვნილებაში არსებულ 4 ავტომობილს? - ,,ქართულ ოცნებაში" აღნიშნულ საკითხს იუმორით უყურებენ. 

უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი, დაცვის მანქანების გაყიდვას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ საქართველოში ცხოვრება უსაფთხო გახდა.

ეტყობა, დაინახა, რომ კიდევ უფრო უსაფრთხო გახდა ამ ქვეყანაში ცხოვრება. იუმორი კარგია - ამბობს ქადაგიშვილი.

ავტომობილების გაყიდვების ყველაზე პოპულარულ საიტზე 2 დღის წინ დაიდო განცხადება, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვის კუთვნილებაში არსებული ,,ფორდის" მარკის მაღალი გამავლობის 4 ავტომობილი, მათ შორის, ორი ჯავშნიანი, იყიდება. 

მსგავსი სიახლეები