საპატრიარქოს კომისიის გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე – გვარამია ბოტკოველს

04.11.21 18:16
საპატრიარქოს კომისიის გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე – გვარამია ბოტკოველს


საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, ნიკა გვარამია პატრიარქის მდივანს, მამა მიქაელ ბოტკოველს პასუხობს და ამბობს, რომ "საპატრიარქოს კომისიის გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე": 

ღრმა პატივისცემით მამა მიქაელ ბოტკოველის მიმართ, მე რამდენიმე წლის განმავლობაში იუტიციის სამინისტროს ვხელმძღვანელობდი . ასევე, ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი. მე არ ვიცი, ამჟამად საქართველოს საპატრიარქო განიხილავს თუ არა ტყუილს, როგორც ცოდვას, მაგრამ მე ტყუილს განვიხილავ, როგორც ფაქტს. ამიტომ შემიძლია, ვუპსსუხო, რომ საქართველოს საპატრიარქოს წლების განმავლობაში, მათ შორის, ამ ხელისუფლების პირობებში ყოველგვარი მიმართვების, ყოველგვარი განსჯის გარეშე, მეტსაც ვიტყვი, შეწყალების კომისიის  გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიამ კონკრეტული მაგალითიც მოიყვანა: 

შეგახსენებთ ირაკლი ბათიაშვილის ამბავს, რომელსაც არც არავისთვის არაფერი არ უთხოვია.  ბრალი არ უღიარებია, საპატრიარქოს არაფერი არ განუხილავს. შეგახსენებთ, სამშობლოს ღალატისთვის იხდიდა იგი სასჯელს. მიუხედავად ამისა, საპატრიარქომ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება და მიმართა საქართველოს პრეზიდენტს.

დღეს ორმა ინსტანციამ გვითხრა უარი სააკაშვილის საქმის განხილვაზე - საპატრიარქო, რომელმაც თქვა, რომ შემოიტანეთ განაცხადი და განვიხილავთ. ეტყობა, სამშობლოს ღალატი არ არის მძიმე დანაშაული, ასევე საპატრიარქოსგან ბევრი სხვა მძიმე დანაშაული შესულა პრეზიდენტთან, მათ შორის ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ამის სტატისტიკა არსებობს. 

მეორეა სასამართლო სისტემა, სადაც შევიტანეთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აღსრულების გამოცემა, მაგრამ ხარვეზით გამოგვაბრუნა უკან" - განაცხადა გვარამიამ. 

მსგავსი სიახლეები