ყველაზე დიდი სამშობლოსთვის თავგანწირვაა, რაც სააკაშვილმა უკვე აჩვენა - ხატია დეკანოიძე
,,არა გაყალბებულ არჩევნებს, თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს" - ამ წუთებში ქუთაისში ოპოზიციის აქცია დაიწყო. შკრებილებს ,,ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ მიმართა.
"ისტორია მხოლოდ სამშობლოსთვის თავდადებული ადამიანების სახელებს ინახავს, რისი მაგალითიც მიხეილ სააკაშვილმა უკვე აჩვენა" - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დარწმუნებული ვარ, ჩემი დიდი ხნის მეგობარი, მიხეილ სააკაშვილი, საპყრობილედან გვიყურებს და მინდა, მას მივმართო, ყველაზე უფრო დიადი სამშობვლოსთვის თავგანწირვაა, რაც მან უკვე აჩვენა.
ყველა ადამიანს, ვინც საქართველსთვის თავი გაწირა, ისტორია შემოინახავს, ხოლო უფერულ ადამიანებს, ვისთვისაც მთავარი კორუფცია და ხელისუფლებაში დარჩენაა, მათ ისტორია გაწირავს. თვითოეულ თქვენთაგანს დიდი მადლობა ბრძოლისთვისა და ბრძოლისთვის. ეს ბრძოლა ყველასია, ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნისთვის.
თავისუფლებისთვის ბრძოლა აუცილებელია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. გამარჯვება მალე დადგება ყველასთან ერთად - განაცხადა აქციაზე ხატია დეკანოიძემ.
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს რუსთავის ციხესთანაც.
საპროტესტო ტალღის ფინალური ეტაპი 8 ნოემბერს, თბილისში იქნება, სადაც ოპოზიციის დიდი აქციაა დაანონსებული.