ვითხოვ, პატრიარქთან პირისპირ შეხვედრას - ნიკა გვარამია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ადვოკატი, ნიკა გვარამია პატრიარქთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს.
მე, ნიკა გვარამია, ვითხოვ მასთან პირისპირ შეხვედრას ყოველგვარი შუამავლების გარეშე. მინდა პირადად მოვახდინო მისი ინფორმირება და ასევე მოვისმინო პირადად მისი პოზიცია. მინდა, შევხვდე ყიველგვარი სპიკერების, შუამავლების და ამბიონიდან მოქადაგეების გარეშე, რადგან არ გვაქვს ამ ადამიანების მიმართ სანდოობა და არ მივიჩნევთ, რომ ისინი ადეკვატურად, კეთილსინდისიერად გამოხატავენ საქართველოს პატრიარქის პოზიციას. ეს არის ჩემი პირადი თხოვნა პატრიარქისადმი და ჩვენი წლების ურთიერთობა ნამდვილად იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მე და ის პირადად შევხვდეთ ერთმანეთს სანდო ვითარებაში, მისთვის სასურველ ადგილას, დროსა და პირობებში"- აცხადებს გვარამია.