ივანიშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა კი არ შეგვაშინა, ძალიან გაგვაბრაზა - ნიკა მელია

04.11.21 19:03
ივანიშვილის კრიმინალურმა რეჟიმმა კი არ შეგვაშინა, ძალიან გაგვაბრაზა - ნიკა მელია

უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებ მოპარული არჩევნების უკან დაბრუნებისა და ღირსების აღდგენისთვის - მიმართა ქუთაისში გამართულ აქციაზე ნიკამ მელიამ საზოგადოებას. ,,ნაცმოძრაობის" ლიდერის თქმით, ხელისუფლებამ ახალგაზრდებისთვის ნარკოტიკების დარიგებაც კი იკადრა, რომ 30 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვება დაეწერა, თუმცა, მისი თქმით,  ბევრი დრო არ დარჩა სამართლიანობის აღდგენამდე. ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის მოლოდინშია.

ხელისუფლებამ 30 ოქტომბერს იკადრა და ახალგაზრდობას ნარკოტიკები დაურიგა, ეს არის უკიდურესად უზნეო საქციელი, რომელსაც პასუხსა აუცილებლად გავცემთ. ივანიშვილმა ჩაიფიქრა, ყველაფერს ვიკადრებ, დავჩაგრავ, პასპორტებს წავართმევ, ნარკოტიკებს დავარიგებ, ამ ყველაფერს ვინც გადაიღებს, იმ ჟურნალისტებზეც ფიზიკურ იერიშს მივიტან, სამაგიეროდ, გავიფორმებ გამარჯვებას.  მას ჰქონდა იმედი, კუსავით საკუთარ ბაკანში შევიდოდით და ამ უსამართლობას მივიღებდით.

სიცოცხლის უკანსკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ წართმეული არჩევნების უკან დაბრუნებისთვის და ღირსების აღდგენისთვის. ისტორიას ახსოვს ბევრი მაგალითი, როცა გამარჯვებამდე 2 ნაბიჯი იყო დარჩენილი და ფარ-ხმალი დაუყრიათ. ჩვენ ისტორიაც კარგად ვიცით, ნებისყოფაც ძლიერი გვაქვს, გააზრებული გვაქვს და ივანიშვილის კრიმინალი ხელისუფლება ვერ დაგვღლის. მათ ჩვენ კი არ დაგვაშინეს, ძალიან გაგვაბრაზეს.

ზუსტად ვიცით, რომ ბევრი დრო არ გვაქვს და ძალიან მალე უნდა დავიბრუნოთ მოპარული არჩევნები. 

ტრაგედიას ვუყურეთ გუშინ, თუ როგორ დასცინოდა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი მოშიმშილე მესამე პრეზიდენტს. გუშინ დავინახეთ, მესამე პრეზიდენტის სიკვდილის მოლოდინის რეჟიმში მყოფი მეხუთე პრეზიდენტი,

ეს ისტორიული უსამართლობა უნდა დავასრულოთ - განაცხადა აქციაზე გამოსვლის დროს ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები