რევოლუცია, რევოლუცია - რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

04.11.21 20:22
რევოლუცია, რევოლუცია - რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

რევოლუცია, რევოლუცია - მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო მუხტი რუსთავის ციხესთან 3 დღეა, არ წყდება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასათავისუფლებლად სამოქალაქო აქტივისტები, ექიმები, ჟურნალისტები, მომღერლები უფრო აქტიურ ქმედებას ითხოვენ.

ბოროტება დღეს ბოლომდე გაშიშვლდა და მას პერსპექტივა არა აქვს, მისი პერსპექტივა მხოლოდ ჩვენს უმოქმედებაშია. ნუ დაუჯერებთ ხელისუფლების მიერ მოსყიდულ ექსპერტებს, რომ თითქოს მაინც არაფერი გამოვა,  ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს - განაცხადა აქციაზე ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნითა და გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად აქცია გაიმართა დღეს ქუთაისშიც. 

მსგავსი სიახლეები