დაკავებული სასულიერო პირები - სალხინოს მონასტერში ხმაურია
ჭყონდიდის ეპარქიაში დილიდან ხმაურია. დაკავებულია 5 სასულიერო პირი - მამა დანიელი, მამა ლუკა, მამა მიქაელი, მამა პეტრე და მამა ბასილი. მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილ ბერებს სამართალდამცველებმა მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. სალხინოში პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო დანაყოფები გამთენიისას იმერეთიდან გადაისროლა. სპეცოპერაციის შემდეგ პეტრე ცაავას მომხრეებს ხელბორკილები დაადეს და პოლიციაში გადაიყვანეს.
ცნობისათვის, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა.