კარგი კონტრასტია იმის აღსაქმელად, თუ სად დგას “ოცნება“ - ნიკა ფარულავა
ძალიან კარგი კონტრასტია საქართველოს მოქალაქეებისთვის იმის აღსაქმელად, თუ სად დგას დღეს “ქართული ოცნება“, - ასე აფასებს კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წვერი, ნიკა ფარულავა ლიეტუვის სახელმწიფო აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლების არ დასწრებას.
მისი თქმით, ერთ მხარეს დგას ჩვენი მეგობარი ლიეტუვა, რომელიც სულ ხამრში გვიდგას და მეორე მხარეს კი ირანი, რომელმაც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაპატიჟა “შაჰაბასობაზე“ და აღანიშნინა.
სინამდვილეში ძალიან კარგი კონტრასტია საქართველოს მოქალაქეებისთვის იმის აღსაქმელად, თუ სად დგას დღეს “ქართული ოცნება“. ლიეტუვა არის ის ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო, რომელიც, როდესაც ყველაზე მეტად გვიჭირდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, საქართველოში იყო, მხარს გვიჭერდა, როგორც პოლიტიკურად, ასევე ფიზიკურად, მეორე მხარეს კი არის ირანი, რომელმაც ჩვენი წარმომადგენლები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაპატიჟა “შაჰაბასობაზე“ და აღანიშნინა ეს დღესასწაული, - განაცხადა ნიკა ფარულავამ.
ლიეტუვის სახელმწიფო აღდგენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე "ქართული ოცნების" არცერთი წარმომადგენელი არ მივიდა.
"პირველების" ინფორმაციით, რუსთაველის თეატრში დაგეგმილ მიღებაზე მიწვეულები იყვნენ ივანიშვილის გუნდის წევრები, თუმცა ღონისძიებაზე არცერთი მათგანი არ გამოჩენილა.
ლიეტუვის დროშის ფერებში არ განათებულა არც თბილისის ანძა.
აღნიშნულზე კახა კალაძე აცხადებს, რომ მას მიწვევა არ მიუღია და არც საელჩოს მიუმართავს მერიისთვის ანძის განათების თაობაზე.