"საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა" - სალხინოში დაპირისპირების გამო, მუსიკალური ფესტივალი ჩაიშალა

05.11.21 11:07
"საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა" - სალხინოში დაპირისპირების  გამო, მუსიკალური ფესტივალი  ჩაიშალა

სალხინოს მონასტერში მომხდარი  დაპირისპირების გამო, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი "კამერატა" ჩაიშალა.

ფესტივალის ორგანიზატორის  ამბობს, რომ ხელისუფლებამ შეთანხმება დაარღვია და მონასტერში შეიჭრა. 

საპატრიარქოს პასუხისმგებლობაა პირადად, ჩვენ დაგვიბარეს და ჩვენ გვითხრეს რომ ამ 3 დღეში არ მოხდებოდა არაფერი და გვექნებოდა თავისუფლად საშუალება ჩაგვეტარებინა ფესტივალი. მე არ მივცემ საშუალებას არცერთ მხარეს და არც საპატრიარქოს, რომ  ეს ფესტივალი გამოიყენოს საჯილდაო ქვად. არანაირი მორალური უფლება არ მაქვს, რომ ჩავატარო ფესტივალი.

2012-ში მე ვიყავი "ქართული ოცნების" მომხრე, მაგრამ 2014 წლიდან მე დავინახე, რომ აქ პუტინისტური რეჟიმი დამყარდა. თქვენ ხართ სამარცხვინო მთავრობა, არასოდეს მხარს აღარ დაგიჭერთ, სახელწმიფო დაშალეთ და დაანგრიეთ და ეკლესიასაც მიადექით", - ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი.

შეგახსენებთ, სალხინოს მონასტერში დილიდან ხმაურია. გამთენიისას ადგილზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე მივიდა, რის შემდეგაც პოლიციამ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები მონასტრიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა დაკავებულია 5 სასულიერო პირი - მამა დანიელი, მამა ლუკა, მამა მიქაელი, მამა პეტრე და მამა ბასილი. 

მსგავსი სიახლეები