ციხის საავადმყოფოში სათანადო პირობები კვლავ არ არის - ომბუდსმენის აპარატის ახალი დასკვნა
გლდანი N 18 პენიტენციური სამსახურის საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დანადგარებით აღჭურვილი კვლავ არ არის, - სახალხო დამცველის აპარატმა ციხის საავადმყოფო კიდევ ერთხელ დაათვალიერა. ომბუდსმენის ახალი დასკვნის თანახმად, ციხის საავადმყოფოში პირობები გაუმჯობესებელია, თუმცა იქ მიხეილ სააკაშვილის გადასაყვანად სათანადო პირობები კვლავ არ არის.
ამ დაწესებულებაში ჩვენს მიერ განხორციელებული ვიზიტის დროს გამოჩნდა, რომ გარკვეული გაუმჯობესება არის რაღაც მიმართულკებით, დუპლერ-სკანირების აპარატი იქნამიტანილი, ასევე კომპიუტერული ტომოგრაფიის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქრტურით აღჭურვა ხდება დაწესებულების, რაც ძალიან კარგია არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ ზოგადად, ნებისმიერ პატიმართან მიმართებაში, მაგრამ ამ დაწესებულებაში სამწუხაროდ, კვლავ არ არის ექიმთა კონსილიუმის დაკსვნაში მითითებული ე.წ. MRT-ს აპარატი, ასევე არ არის გარკვეული კათეტერიზაციის შესაბამისი დანადგარები, რომელიც მოთხოვნილია კონსილიუმის შესაბამის დასკვნაში და რეკომენდაციებში და ამ პირობების გათვალისწინებით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამედიცინო თვალისაზრისით ის მოთხოვნები, რომელიც დადგენილია კონსილიუმის მიერ, კვლავ არ არის ბოლომდე შესრულებული, - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ.
მიხეილ საკააშვილის სიცოცხლე საფრთხეშია. პრეზიდენტი უკვე 36 დღეა შიმშლობს. სასიცოხლო პარამეტრები შესაძლოა, ნეებისმიერ წუთს შეიცვალოს, "ქართულ ოცნებას" კი მიხეილ სააკაშვილი საავადმყოფოში მიზანმიმართულად არ გადაყავს.