გლდანის საავადმყოიფოში სააკაშილის უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება - გიორგი გელხაური

05.11.21 11:35
გლდანის საავადმყოიფოში სააკაშილის უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება - გიორგი გელხაური

ადვოკატი გიორგი გელხაური ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მე 18- პენიტენციური დაწესებულებაში გადაყვანა შეუძლებელია. მისი განმარტებით, ომბუდსმენის ახალი დასკვნის თანახმად, აღნიშნული კლინიკა კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას არ შეესაბამება და ასევე, ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება. 

ჩვენ ვნახეთ სახალხო დამცველის განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ მე-18 დაწესებულების ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, როგორიც იმსჯელა და გასცა რეკომენდაცია კონსილიუმმა, რომ ის უნდა იყოს მულტიფუნქციური. შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანა, ვინაიდან გამორიცხულია მისი უსაფრთხოების დაცვა მოხდეს იქ. იქ არიან სხვა და სხვა მსჯავრდებულები, სხვა და სხვა ბრალდებულები, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები, რომლისგანაც ვერ ძეძლებს სახელმწიფო, რომ დაიცვას როგორც მინიმუმ ხმაურისგან. მიმაჩნია, რომ მე-18 დაწესებულებაში არ უნდა განხორციელდეს მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია და უნა მოხდეს მხლოდ და მხოლოს სამოქალაქო კლინიკაში, - თქვა გელხაური. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 36 დღეა რუსთავის N 12 პენიტენიციურ დაწესებულებაშ შმშილობს,. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელისუფლება კი მის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანაზე ისევ უარს აცხადებს. 

მსგავსი სიახლეები