რუსთავის ციხეში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი მივიდა
რუსთავის ციხეში ცოტა ხნის წინ უკრაინისა საელჩოს წარმომადგენელი მივიდა. ჯერჯერობით უცნობია რა საკითხები აქვს უკრაინულ მხარეს მიხეილ სააკაშვილთან განსახილველი. საელჩოს წარმომადგენელს პენიტენიცურ დაწესებულებაშ შესვლამდე მედიასტან კომენტარი არ გაუკეთებია.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 36 დღეა რუსთავის N 12 პენიტენციიურ დაწესებულებაში შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელისუფლება კი მის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანაზე ისევ უარს აცხადებს.