ელენე ხოშტარია მესამე დღეა შიმშილობს
"დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია მესამე დღეა შიმშილობს. დეპუტატი თავს კარგად გრძნობს. მას ოპოზიციონერი დეპუტატები მოინახულებენ. ადგილზე იმყოფება "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი.
ადამიანურად სამწუხაროა ასეთი დამოკიდებულება. მე მაინც იმედს დავიტოვებ, რომ ადამიანურად რომელიმე მათგანი მაინც შეძლებს, რომ მოვიდეს და თავისი ადამიანური ვალი მოიხადოს", - ამბობს ნაცვლიშვილი.
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმი ვახტანგ კალოიანი შეამოწმებს.