ექსკლუზივი: გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

18.02.26 17:57
ექსკლუზივი: გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

"პირველების" ექსკლუზიური ინფორმაციით, "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის ციხე დატოვა.

არაერთმა პირმა "პირველებს" დაუდასტურა, რომ პატიმრობიდან ბაჩიაშვილი, დღეს, 18 თებერვალს, 17:00 საათზე გაათავისუფლეს. 

ინფორმაცია განახლდება. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასული წლის მაისში გაავრცელა ცნობა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დაააკვა.

  • ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
  • ბაჩიაშვილს მსჯავრდებულის სტატუსი ჰქონდა კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.