პროკურატურა: გიორგი ბაჩიაშვილმა ყველა დანაშაული აღიარა და ზიანი აანაზღაურა

18.02.26 18:21
პროკურატურა: გიორგი ბაჩიაშვილმა ყველა დანაშაული აღიარა და ზიანი აანაზღაურა

საქართველო პროკურატურაში "პირველებს" უთხრეს, რომ თანაინვესტორების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა ყველა დანაშაული აღიარა და ზიანი აანაზღაურა. 

„[გიორგი ბაჩიაშვილმა] სრულიად აღიარა ყველა დანაშაული; სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აანაზღაურა ზიანი, რის შემდეგაც მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე“ - აცხადებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში. 

ამასთან, "პირველების" ინფორმაციით,  საქართველოს პროკურატურაში გიორგი ბაჩიაშვილისა და მისი მშობლების წინააღმდეგ ყველა საქმე შეწყდა. 

ცნობისთვის, "პირველების" ექსკლუზიური ინფორმაციით, "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის ციხე დღეს, 18 თებერვალს, 17:00 საათზე დატოვა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასული წლის მაისში გაავრცელე ცნობა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დაააკვა.

  • ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ამასთან, გიორგი ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
  • ბაჩიაშვილს მსჯავრდებულის სტატუსი ჰქონდა კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.