"ოცნება": "ხალხის ძალა" ოპოზიციაა
"ქართულ ოცნებაში" "ხალხის ძალის" დეპუტატს, დიმიტრი ხუნდაძეს არ პასუხობენ - ივანიშვილის გუნდში ამტკიცებენ, რომ "ხალხის ძალა" ოპოზიციაა და გასაკვირი არ არის, თუ მათ განსხვავებული პოზიცია აქვთ დაინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით.
- ცნობისთვის, "ხალხის ძალის" დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ დღეს ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. საქმე ეხება "ოცნების" კანონპროექტს, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება.
მე ბატონ დიმიტრის არაფერს არ ვუპასუხებ, მე ვუპასუხებ მოცემულობას, საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავაცნობ, თუ რას ემსახურება ეს ინიციატივა. მნიშვნელოვანია გარემო. ჯანსაღ გარემოში ცხოვრება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და სახელმწიფოს აქვს ვალდებულება ყველა ღონე იხმაროს, რათა ასეთი გარემოს ქონა უზრუნველყოს. რაც შეეხება კონკრეტულ ადამიანებს და მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ თავიანთი მოსაზრება და საინტერესო იქნება ის არგუმენტები, თუ რა არგუმენტებიდან გამომდინარე საუბრობს ბატონი დიმიტრი ამ საკითხთან დაკავშირებით", - ამბობს არჩილ გორდულაძე.
ის რომ "ხალხის ძალა" "ოპოზიციად პოზიციონირებს" ამას ირწმუნებოდა დღეს "პირველების" კამერის წინ "ოცნების" დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილიც.
ოპოზიციური პარტიაა, თავისი პოზიცია აქვს და აფიქსირებს თავსი პოზიციას. ოპოზიციური პარტიაა, პოზიციონირებს როგორც ოპოზიცია",- აცხადებს ირაკლი შატაკიშვილი.