"მაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა პირობები" - კუჭავა ხოშტარიასთან შეხვედრაზე
პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა, ამბობს, რომ "დროას" ლიდერთან, ელენე ხოშტარიასთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად მივიდა.
უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ყველა პირობა. აქ, პარლამენტში, მთელი დღის განმავლობაში ექიმი მუშაობს და თუ საჭირო იქნება, გამოყენებული იქნება მისი მომსახურებაც. მაინტერესებდა, აკლდა თუ არა პირობები ან ა.შ. ყველაფრით არის კმაყოფილი, ხაზზე ვიქნები, თუ საჭირო იქნება,
ყველა ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება, ჩემთვის მთავარია, რომ რამე ხომ არ აკლია და მაქსიმალურად ჰქონდეს ყველა პირობა"- ამბობს კუჭავა.