კუჭავას მოსვლის მიზანი იყო ადამიანურად მოკითხვა - ხოშტარია
"დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას, თქმით, კახა კუჭავა მასთან მხოლოდ მოსაკითხად მივიდა. ,,დროას" ლიდერის შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი ადამიანური სახის შენარჩუნება შესაძლებელია. ხოშტარია ამბობს, რომ შიმშილობის მიუხედავადა, თავს კარგად გრძნობს.
კახა კუჭავას, რა თქმა უნდა, გავაცანი მოთხოვნები, თუმცა, მისი მთავარი მიზანი მოსვლის იყო ადამიანურად მოკითხვა და შევთანხმდით, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერი არ იქნება. ალბათ ეს მაინც კარგი მაგალითია იმის, რომ ყველაზე დიდ დაპირისპირებაშიც კი, განსხვავებით სხვებისგან, ადამიანური სახის შენარჩუნება არის შესაძლებელი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური უმწვავესი კრიზისი რჩება, ამ თემის გადაჭრაზე და გამოსავალზე საუბარი ჩვენ არ გვქონდა, პასუხებიც არ იყო, მაგრამ ეს იყო ადამიანურად მონახულება,"- განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, უკვე მესამე დღეა, შიმშილობს.