"თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, პროტესტის გამწვავებაზე" - ელენე ხოშტარია

05.11.21 13:20
"თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, პროტესტის გამწვავებაზე" - ელენე ხოშტარია

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია არ გამორიცხავს პროტესტის ფორმა კიდევ უფრო გაამწვავოს. 

ხოშტარიას  თქმით, ის შიმშილობის მიუხედავად, თავს  კარგად გრძნობს.

"ქართული ოცნებისგან" მოლოდინი, რომ ისინი ან ზიზღის კამპანიას შეცვლიან ან კანონის პატივისცემას დაიწყებენ, არავის აქვს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. მე შემიძლია გითხრათ, რომ რაღაც დროის შემდეგ, თუ რეაგირება არ იქნება, ვფიქრობ, ამ პროტესტის გამწვავებაზე. რა იქნება მერე გეტყვით, მაგრამ არის ფორმები, რომელზეც ნაფიქრი მაქვს და კიდევ უფრო გამწვავდება. ეს არ არის თამაში, ხუმრობა, პოლიტიკური პოზიორობა, ეს ეხება პრეზიდენტის სიცოცხლეს. მე გუშინ ღამე გვიანობამდე სააკაშვილის ექიმებთან მქონდა კომუნიკაცია და სიტუაცია მძიმდება პრაქტიკულად ყოველდღიურად, როგორ რისკავენ, წარმოუდგენელია, ამიტომ რაღაც დროის შემდეგ ვიფიქრებ, პროტესტის გამწვავებაზე," - თქვა ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები