ხოშტარიას ვურჩიე შიმშილობის შეწყვეტა - კალოიანი
ექიმი და "ევროპული საქართველოს" წევრი, ვახტანგ კალოიანი, პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატის, ელენე ხოშტარიას, მოსანახულებლად მივიდა. კალოიანის თქმით, მან ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტა ურჩია, თუმცა "დროას" ლიდერისგან უარი მიიღო.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მშვიდია, უარს ამბობს საკვებისა და დანამატების მიღებაზე, ღებულობს სითხეებს. რა თქმა უნდა, რაც უფრო სწრაფად შეწყდება შიმშილობა, მით უკეთესი. მე მას როგორც ექიმმა, ცალსახად ვურჩიე, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, თუმცა უარზეა", - თქვა ვახტანგ კალოიანმა.