"ვაგვიანებთ მის გადაყვანას კლინიკაში" - სააკაშვილთან დამოუკიდებელ სამედიცინო კონსილიუმს ისევ არ უშვებენ

05.11.21 13:35
"ვაგვიანებთ მის გადაყვანას კლინიკაში" - სააკაშვილთან დამოუკიდებელ სამედიცინო კონსილიუმს ისევ არ უშვებენ

მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელი სამედიცინო კონსილიუმის წევრებს ამ დრომდე არ უშვებენ. მესამე პრეზიდენტთან ექსპერტების ვიზიტს  პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, თამთა დემურიშვილი, სპეციალურად ბლოკავს. 

ცენტრმა "ემპათიამ" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და სახალხო დამცველს უკვე მიმართა. ცენტრის დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი, თამთა დემურიშვილს პატიმრისა და ასევე სამედიცინო ექსპერტების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. 

იგი არღვევდა როგორც პაციენტის, ამ შემთხვევაში პატიმრის უფლებებს, ასევე არღვევდა ექსპერტების  უფლებას, ვისზედაც ვითხოვდით შეშვებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ინსპექტორს მოვუწოდეთ, რომ დაიწყოს რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და ასევე იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტმა მოითხოვა ექსპერტების თანხმობა პეროსნალური ინფორმაციის დამუშავების მიზნით. ნებისმიერი ბარიერის შექმნა აღნიშნული კომისიისათვის, ისევე როგორც, უკვე დიდი ხანია, მის მიმართ ხორციელდება არასათანადო მოპყრობა არაადექვატური სამედიცინო მომსახურეობის სახით, განიხილება როგორც წამება და არასათანადო მოპყრობა და ეს რა თქმა უნდა, წარმოადგენს პოლიტიკუირ ნიშნით დისკრიმინაციის მაგალითს, - ამბობს ცენტრ "ემპათიას" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი. 

ექსპერტები სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიზანმიმართულ შეფარხებაზე საუბრობენ და მოითხოვენ, დაუყოვნებლივ მიეცეთ მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება. მედიკოსები ამბობენ, რომ ახლა ყოველი წუთი გადამწყვეტია. 

მე არ ვიცი, რაში სჭირდება ეს პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციას, მე ჩემი პროფესიული საქმიანობის გარდა რით ვარ დაკავებული. ვშიშობ, რომ ახლა უკვე საკმაოდ ბევრი რამ გაფუჭდა, იმიტომ, რომ ვაგვიანებთ მის გადაყვანას კლინიკაში. ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ გვიყვებიან, უკვე ნიშნავს იმას, რომ მას აქვს ცერებრალური მოვლენები, ანუ თავის ტვინის სისხლის მოქცევის სავარაუდოდ, მოშლა, ჰიპოქსემიური მდგომარეობა, უმძიმესი დიაგნოზებია, - აცხადებს ექსპერტი. 

სპეციალური პენიტენიცური სამსახურის სამედიცინ დეპარტამენტის უფროსი მძიმე ბრალდებებს ამ დრომდე არ პასუხობს.  

მსგავსი სიახლეები