ვატო წერეთელი ელენე ხოშტარის სანახავად მივიდა - ტვ პირველის დამფუძნებელი პარლამენტში არ შეუშვეს
,,ტვ პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას, მოსანახულებლად მივიდა, თუმცა ის საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. ვატო წერეთელის თქმით, მას პარლამენტში შესასვლელად საშვი გააჩნია, თუმცა ადგილზე შენობაში შესვლის საშუალება მაინც არ მისცეს.
,,ტვ პირველის" დამფუძნებელს ელენე ხოშტარიას ნახვა პარლამენტს გარეთ მოუწია.
საშვიც დაუშვეს, საბუთიც მაქვს, თუმცა ვხვდები ჩემს მიმართ დამოკიდებულებას, რომ პირადად ჩემი შესვლა არ უნდათ პარლამენტში, ვფიქრობ, რომ პარლამენტი ყველასია და როცა საშვია და კანონს არ არღვევ, რატომ უნდა იყოს პირადად ჩემზე ეს პრობლემა, ვერ ვხვდები. მოვედი, ელენესთან, რომ გავამხნევო, ვნახო და აი, თვითონ ჩამოვიდა. როგორც ვხვდები, პირადად ჩემზეა დამოკიდებულება, რომ პარლამენტში არ შევიდე. არ მგონია, რომ პარლამენტი ვინმეს კერძო კომპანია იყოს, შპს არ არის პარლამენტი, - თქვა წერეთელმა.