კომპანია ,,ქიუ ემ სი" თანამშრომლებს ოპოზიციის აქციაზე წასვლას უკრძალავს

05.11.21 15:51
 კომპანია ,,ქიუ ემ სი" თანამშრომლებს ოპოზიციის აქციაზე წასვლას უკრძალავს

თუ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციაზე წახვალთ, სამსახურიდან გაგათავისუფლებთ-   თანამშრომლები ,,ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ კომპანიას ზეწოლაში ადანაშაულებენ. 

კომპანია ,,ქიუ ემ სი "რომელიც შეკვეთილის ავტობანს აშენებს, თანამშრომლებს ოპოზიციის აქციებზე სიარულს და გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს.

,,ქიუ ემს სი" ში დასაქმებულების ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელი, აკაკი წითლიძე, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მისი არც ერთი თანამშრომელი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე არ მოხვდეს. უფრო მეტიც, 30 ოქტომბერს წითლიძემ მათ საარჩევნო უბანზე მისვლისა და არჩევანის გაკეთების უფლება არ მისცა.

ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ იმ პირებს, ვინც ავტომობილებით ქვა-ღორღს ეზიდება, არ მისცა წითლიძემ საშუალება, წასულიყვნენ ოპოზიციის აქციაზე. ჩამოართვეს წინასწარ პირადობის მოწმობწები და ეუბნებიან, აქციაზე თუ წახვალთ, სამსახურიდან გაგაიშვებთო. ეს სირცხხვილია და ამაზე უნდა მოხდეს რეაგირება - აცხადებს ერთ-ერთი დასაქმებული.

ტვ პირველი კომპანიის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. როგორც აკაკი წითლიზემ განაცხადა, არც ერთ თანამშრომელს არ აქვს უფლება, სამუსაო საათების დროს სხვა ღონისძიებაზე წავიდეს და სამუშაო მიატოვოს.

აქციები დღეში სამჯერ ხდება და ყველას რომ მივცე საშუალება, წავიდეს, რა გამოვა? ყველა კომპანიას თავისი სტრუქტურა აქვს და ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ აქციების გამო კომპანია გაჩერდეს და არ იმუშავოს. თუ სურს, შეუძლია დატოვოს კომპანია და წავიდეს აქციაზე - განაცხადა აკაკი წითლიძემ. 

აჭარაში მოქმედი ოპოზიციური პარტიების ინფორმაციით, ,,ქიუ ემ სი" არ არის ერთადერთი კომპანია, ვინც თანამშრომლებს აქციებზე წასვლას უკრძალავს და გათავისუფლებით ემუქრება. 

მსგავსი სიახლეები