გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი - ხმაური აჭარის მთავრობის სახლთან
ხმაური აჭარის მთავრობის სახლთან - ,,Ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა შენობასთან რკინის გალია მიიტანეს. მათი თქმით, გალია სიმბოლურად, მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის მიზნით, მოიტანეს.
მიხეილ სააკაშვილი იმყოფება რუსულ ციხეში, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იგი გაათავისუფლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართველი ხალხი გაუღებს მას ციხის კარებს, ისევე, როგორც გავაღეთ ეხლა ამ გალიის კარები - ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ალექსანდრე ვარშალომიძე.
სამართალდამცველებმა ,,ენმ" წევრებს გალიის დადგმის საშუალება არ მისცეს, რასაც კამათი და ჩოჩქოლი მოჰყვა. ხმაური რამდენიმე წუთს გაგრძელდა. გალია ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა გაიტანეს.