რუსთავის ციხესთან აქტივისტებმა მუყაოს ქოხები განალაგეს
რუსთავის N 12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, მოქალაქეებმა მუყაოს ყუთებისგან გაკეთებული ქოხები განალაგეს. ცოტა ხნის წინ ადგილზე ნანუკა ჟორჟოლიანსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პოლიცია მას ციხესთან პატარა მუყაოს სახლის განთავსების უფლებას არ აძლევდა.
ჟორჟოლიანის თქმით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ, ღამეს ციხესთან გაათევს.
თავიდან გაუგებრობა იყო, არ იცოდნენ, რას ვაკეთებდი. ჩემი, როგორც ჟურნალისტის პროტესტია, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ 24 საათიანი ეთერი უნდა მქოდენს არა სახლიდან, არა სტუდიიდან, არამედ უნდა მქონდეს აი, აქედან, მე ასე ვფიქრობ. ახლა არ არის დრო, რომ ჩვენი ღოსძიებები იყოს მოკლევადიანი, ამიტომ მინდა, რომ გრძელვადიანი ღონისძიება მქონდეს, რაც ნიშნავას იმას, რომ ვიქნები აქ, - ამბობს ჟორჟოლიანი.
გამორიცხული არ არის პენიტენციურ დაწესებულებასთა მსგავსი მუყაოს ქოხები კიდებ დადგან, რადგან დაპატიმრებული პრეზიდენტის მხარდასაჭერად ადგილზე სულ უფრო მეტი ადამიანი მოდის.