შიმშილობის მესამე დღე - ხოშტარიას სანახავად NGO-ების წარმომადგენლები მივიდნენ
"დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას სანახავად NGO-ების წარმომადგენლები მივიდნენ. "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ხოშტარიას შიმშილობას მწვავე გადაწყვეტილებას უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება.
ელენეს სანახავად მოვედით, ყველას გვიყვარს ელენე და რა თქმა უნდა მწვავე გადაწყვეტილება მიიღო მან და იმედი მაქვს, რომ მის ჯანმრთელობას არაფერი არ დაემუქრება.
მე მგონია, რომ უნდა შესრულდეს ის რეკომენდაციები, რაზეც საუბრობს სახალხო დამცველი მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ალბათ, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა იქნებოდა ყველა მთავრობის მთავარი მიზანი და ინტერესი", - ამბოს ეკა გიგაური.