მიხეილ სააკაშვილის უფლებები ციხეში ირღვევა, ამის შესახებ ვაცნობე ელჩებს - უკრაინის სახალხო დამცველი

05.11.21 17:06
მიხეილ სააკაშვილის უფლებები ციხეში ირღვევა, ამის შესახებ ვაცნობე ელჩებს - უკრაინის სახალხო დამცველი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისიტრაციაში საგანგებო თათბირი შედგა. ოფიციალური კიევი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვს.

"პირველებთან" ინტერვიუში უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა, ამბობს, რომ ციხეში მიხეილ სააკაშვილის უფლებები ირღვევა. უკრაინის სახალხო დამცველი მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიონ მიხეილ სააკაშვილის ადეკვატური და საჭირო სამედიცინო მომსახურება. 

საგანგებო თათბირზე განხილვის მთავარი თემა იყო მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების გაწევა. უკრაინის მთავრობა სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური და საჭირო სამედიცინო დახმარება მრავალპროფილურ საავადმყოფოში, რომელიც იქნება ყველა სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი და სადაც იქნება ყველა სამედიცინო პროფილის ექიმი. ეხლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ უკრაინელი ექიმები ჩამოვიდნენ საქართველოში და ჩაატარონ კონსილიუმი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს დიპლომატიური და სხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით. მე როგორც უკრაინის სახალხო დმაცველი ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები ციხეში ირღვევა, ამის შესახებ უკვე ვაცნობე უკრაინის ტერიტორიაზე აკრედიტირებული 77 ქვეყნის ელჩს", - ამბობს უკრაინის სახალხო დამცველი. 

მსგავსი სიახლეები